უკრაინის დაბომბვები კვლავ გრძელდება- ოკუპანტების მსხვერპლი კვლავ იზრდება

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში ცენტრალური ბაზრის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. დარტყმა რუსეთის ჯარებმა განახორციელეს ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში S-300 ტიპის რაკეტით მიიტანეს.
ბაზარი სამართალდამცავების მიერ არის შემოზღუდული. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 16 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი 20-მდე დაჭრილის შესახებ იტყობინება. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელებში გავრცელდა, იტყობინება, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. დარტყმა 6 სექტემბერს შუადღისას მოხდა. დილით ქალაქი უკვე დაბომბეს რუსეთის ჯარებმა. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინებოდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაჭრის შესახებ. ტელეგრამში რუსული პროსამხედრო არხები ირწმუნებიან, რომ კონსტანტინოვკა დაბომბა იუჟნო-სახალინსკის 68-ე არმიის კორპუსმა. ამბობდნენ, რომ განადგურდა საწვავის და საპოხი მასალების საწყობი. თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ეს არ დაუდასტურებია.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის დაწყებიდან, გაეროს შეფასებით, ომის ზონაში 9000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 11 000 დაღუპულის შესახებ განაცხადა.
სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს. მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია კონსტანტინოვკის დაბომბვაზე. ტრადიციულად რუსეთი უარყოფს ხოლმე მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილთან კავშირს.
6 სექტემბრის ღამეს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი პოპკოს განცხადებით, კრემლმა გამოიყენა Kh-101/555/55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები, ასევე, სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტებიც.
“მტრის ყველა სამიზნე. რომელიც მოძრაობდა დედაქალაქის მიმართულებით, განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით”, – დაწერა მან ტელეგრამზე და აღნიშნა, რომ დილის მონაცემებით, მსხვერპლი და ნრგევა არ ყოფილა.
მოგვიანებით, საგანგებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის რეგიონში კომერციული საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო.
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე. დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობამ 6 სექტემბერს, ღამის ორის ნახევრისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა გაფრთხილება, რომ ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო მოსალოდნელი.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. კიპერის ცნობით, მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი აგროსაწარმოს თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია საპორტო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტები – ელევატორები, ადმინისტრაციული შენობები და აგროსაწარმოები.
იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. ამ რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. იზმაილის რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 3 და 4 სექტემბერსაც.