მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს

რუსეთი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას 40%-ით ამცირებს

უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში, რუსეთმა, წიაღისეული საწვავის ექსპორტის შედეგად, 93 მილიარდი ევრო მიიღო. ვინ ყიდულობს რუსულ ნავთობს, გაზსა და ქვანახშირს, რამდენად შეიცვალა იმპორტის მოცულობა და ფასი ომის დაწყებიდან? – კითხვებს პასუხი ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა გასცა. “პუტინის ომის დაფინანსება”, ამ სათაურით მომზადდა ანალიზი, რომლის თანახმად, 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით, რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს.

ბრიუსელში სანქციებზე მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას. ევროკავშირის ემბარგო არ ეხება გადამუშავებულ პროდუქტებს, რაც სანქციებში ე.წ. ხვრელებს ტოვებს. ზოგიერთი ქვეყანა რუსეთიდან ნედლი ნავთობის მსხვილი იმპორტიორი ხდება, გადამუშავების შემდეგ კი ნავთობი კვლავ ამერიკისა და ევროპის ბაზარზე ექსპორტირდება. მაგალითად, ინდოეთი ამ დროისთვის რუსეთის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის 18%-ის შემსყიდველია.

უკრაინაში ომის გამო მსოფლიო რუსეთის იზოლაციას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს, თუმცა, ფაქტია, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ამ დრომდე არ წყდება. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერი მთავრობის სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააკონკრეტა ის საფრთხეები, რის გამოც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.

საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის, დღეში, დაახლოებით, 867 მილიონ დოლარს ხარჯავს. რუსულ ნავთობპროდუქტებზე სრული ემბარგო და იმპორტის შედეგად საოკუპაციო რეჟიმის დაფინანსება კი, დანარჩენი მსოფლიოსთვის, ამ დრომდე მთავარ გამოწვევად რჩება.

ცნობისთვის ევროკავშირის სანქციების გამო სერბეთი 1 ნოემბრიდან ვერ შეძლებს რუსული ნავთობის იმპორტს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა 14 ივნისს.

ვუჩიჩის თქმით, სერბეთი ზამთარში ენერგომატარებლების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ 3 ივნისს ოფიციალურად დაამტკიცა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი. სანქციები ითვალისწინებს ემბარგოს რუსეთის ნავთობზე.

სერბეთმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე. ამის მიზეზად მან დაასახელა „ორ სახელმწიფოს შორის არსებული ტრადიციული კავშირები“.

სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. 10 ივნისს ბელგრადში ვიზიტის მსვლელობისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში სერბეთის მიღებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანა მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და შეთანხმებას მიაღწიოს კოსოვოს თაობაზე.

29 მაისს შედგა ვუჩიჩის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი მომავალშიც უწყვეტად მიაწვდის სერბეთს ბუნებრივ აირს.

რუსეთი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას 40%-ით ამცირებს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანია „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„გაზპრომში“ აცხადებენ, რომ დღეში 167 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების უზრუნველყოფა შეუძლია.

კომპანიის განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურზე სარემონტო სამუშაოების შეფერხება გახდა.

„ამჟამად, „პორტოვაიას“ სადგურზე შესაძლებელია ბუნებრივი აირის მხოლოდ სამი სატუმბი დანადგარის გამოყენება. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ შესაძლებელია დღე-ღამეში 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდება (გეგმური მოცულობა დღეში 167 მლნ კუბური მეტრია), – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button