კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

რას ამბობენ საბერძნეთში დაკავებული ქართველების ოჯახები

საბერძნეთის ქალაქ ატიკში დაკავებულ ქართველებს შორის, სამი კახეთიდანაა. ორი დაკავებული, თელავში მცხოვრები თამაზ შინგაზრდილოვი და სოლომონ არაბაშვილი, მესამე კი გურჯაანის მუნიციპლიტეტის მკვიდრი, ეკატერინე კოლოტაძეა.

დაკავებულების ოჯახის წევრებისათვის ფაქტის შესახებ ცნობილი არ იყო. თენგიზ შინგაზრდილოვის ბებიის განმარტებით, მამაკაცი, მეუღლესთან ერთად საბერძნეთში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა.

” აქ ხე- ტყის ხელოსანიც იყო, კაფელსაც აკეთებდა. დისტრიბუციის მანქანაზე მუშაობდა. ცოლთან ერთად წავიდა, დაახლოებით ორი წლის წინ,იქ რას საქმიანობდა არ ვიცი, რაც წავიდა, მას შემდეგ, კონტაქტი აღარ გვქონია.პირველად მესმის დაკავების ამბავი”-თქვა ბებიამ.

დაკავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდათ, სოლომონ არაბაშვილის ოჯახშიც. ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი, საერთაშორისო გადაზიდვების ოფისში მუშაობდა და საბერძნეთში, ოთხი წლის წინ, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა.

რადიო ჰერეთი გურჯაანში მცხოვრები, ეკატერინე კოლოტაძის ოჯახთან დაკავშირებასაც ცდილობს.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ქალაქ ატიკში ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნულმა მედიამ გაავრცელა.

ათენის პროკურატურის დადგენილებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 12 მაისს დააკავეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, რა დროსაც დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ასევე 6 220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილი ამოიღეს. საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულება 190 000-მდე ევროა.

ბერძნული მედია წერს, რომ დაკავებულებს შორის 3 ქალია. ათენის პროკურატურამ დაკავებულების ვინაობაც გაასაჯაროვა.

წაიკითხეთ ასევე

საბერძნეთში ქართველების ნაქურდალი ნივთების ღირებულება 190 ათას ევრომდეა

მსგავსი პოსტები

Back to top button