კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნუკრიანში, ტერიტორიული ორგანოს შენობის შესასვლელი ააფეთქეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, ტერიტორიული ორგანოს შენობის შესასვლელი ააფეთქეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრის მინები და განადგურებულია ინვენტარი.

მომხდარ ფაქტს, ადგილობრივები შენობაში დამონტაჟებულ ბანკომატს უკავშირებენ, რომელიც დაზიანებულია. წინასწარი ინფორმაციით, ბანკომატიდან თანხაა წაღებული.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button