რა საჭიროებები აქვთ ქალ ამომრჩევლებს [აუდიო]

563b8d211f1d06576abc84dbcb742596
კვლევის პრეზენტაცია

გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, პარკები სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება, ბაღებისა
და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება ასევე, ნარჩენების მართვა – ეს ის პრობლემებია, რომლის მოგვარებასაც საქართველოში გამოკითხული ქალი ამომრჩევლები ყველაზე მეტად ითხოვენ.

გარდა ამისა, პრობლემური საკითხების სიაში მოხვდა უპატრონო ცხოველების პრობლემის მართვა, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველები, ასევე ოჯახში და ქალთა მიმართ
ძალადობა.

ქალი ამომრჩევლის პრიორიტეტების გამოსავლენად გამოკითხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს რეგიონებში ჩაატარეს.

მთელი ქვეყნის მსაშტაბით 1106 ქალი გამოიკითხა.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია საგას ხელმძღვანელი თამარ მუმლაძე ამბობს, რომ მოკვლეული მასალები ყველა პოლიტიკურ პარტიას და როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას გადაცემა, რათა ქალთა მოთხოვნები მომავალში განსახორციელებლი პროექტებში აისახოს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობის 52% და ოფიციალურად რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% ქალი.

თამარ მუმლაძე_ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button