მნიშვნელოვანისიახლეები
ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას-ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. როდის გადაიყვანენ ექსპრეზიდენტს ციხის საკნიდან სამკურნალო დაწესებულებაში ჯერ უცნობია .
“მიხეილ სააკაშვილი მზად არის გადავიდეს ჰოსპიტალში, ეს რა საკვირველია დღეს და ხვალ ალბათ არ მოხერხდება, შაბათს-კვირას არ ვიცი როდის იქნება ეს. ამასთან, გასავლელია კიდევ რაღაც პატარა საკითხები ჯანმრთელობის და იუსტიციის სამინისტროებთან. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას,” – განაცხადა ექსპრეზიდენტის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.