მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შესაძლოა გული გაჩერდეს-ლევან რატიანი ახლციხელი ექთნის მდგომარეობაზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ აქვთ. მისი თქმით, ნებიმისერ დროს შეიძლება პაციენტს გული გაუჩერდეს.

“ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, აღნიშნული კი გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია, ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ”, – თქვა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით მედდას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button