მსოფლიოსიახლეები

ვენესუელაში უცხოელი ჟურნალისტები დააკავეს

ვენესუელის ხელისუფლებამ ფრანგული ტელეარხის TMC-ის თანამშრომლები პიერ კაიელ და ბატისტა დე მონტიე და აგრეთვე მათი პროდიუსერი დააკავა. ისინი საპროტესტო აქციას იღებდნენ. ამის შესახებ დიპლომატებზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კარაკასში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩილეს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2 თანამშრომელი როდრიგო პერესი და გონსალო ბარაონა დააკავეს. ისინი 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

ვენესუელაში მრავალრიცხოვანი აქციები მას შემდეგ არ წყდება, რაც 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

ხუან გუაიდო

მასობრივი საპროტესტო ტალღის ფონზე, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ოპოზიციის მოთხოვნას, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ BBC წერს.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წლის მაისში აირჩიეს.

ნიკოლას მადურო

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირმა.

ნიკოლას მადუროს კი, მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button