მნიშვნელოვანისიახლეები

“ქართული ოცნების” მმართველობის 11 წელს ოპოზიცია აფასებს

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა.
ხაბეიშვილმა ისაუბრა იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რაც ქუთაისშია და განაცხადა, რომ
“ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ.
“პუტინის ტყვეობიდან ორი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავთ და აშშ-მ ღიად თქვა, რომ „ეფესბეს“ აგენტის, რუსეთის აგენტის შეთითხნილია ეს საქმე, ვგულისხმობ ფარცხალაძეს, ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტია აშშ-ს მხრიდან. ასევე, პრეზიდენტ სააკაშვილი გასამართლებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ასევე დასანაქცირებულები არიან კორუფციის გამო და ასეთი ოთხი მოსამართლეა საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ამ 11 წლის თავზე უკვე კარგად, ღიად, ჩამოყალიბებულად იგრძნო რუსული
რეჟიმის მავნებლობა საკუთარ თავზე და დღეს ვართ ქუთაისში, ჩემს უკან არის პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო ერთი კონკრეტული ქალაქი, მაგრამ მარტივი რამე მინდა ვიკითხო, ქუთაისის პარლამენტი აშენებულია „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის და გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს ბიძინა ივანიშვილი. ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიძინა ივანიშვილი, ან ქუთაისელებმა, რომლებიც ასი ათასობით ქუთაისელი
არის ემიგრაციაში, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები და ლუკმა- პურის საშოვნელად არიან წასულები საზღვარგარეთ, ასევე წყალტუბოსთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გავერანებულია და განადგურებულია ფაქტობრივად
იქაურობა. აღარაფერს არ ტოვებს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან და ბოლომდე ცდილობს, რომ გაანადგუროს, თუმცა მინდა საზოგადოებას ვუთხრა – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში და დიახ, ქუთაისი იქნება მთავარი ქალაქი საქართველოში, დიახ საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში, დიახ ჩვენი ასი ათასობით ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს
ქუთაისში, დიახ აუცილებელია წყალტუბოს განვითარება, დიახ უმნიშვნელოვანესია პუტინის ტყვე, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და დიახ, ევროკავშირისკენ ჩვენ უნდა ვიაროთ სწრაფად, ოღონდ ეს ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ყველამ ერთად აუცილებლად უნდა დავასრულოთ”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა

სამწუხაროდ, რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, შეგვიძლია, ამ 11 წელს უკუსვლის 11 წელი დავარქვათ – რა მოიტანა ქართულმა ოცნებამ საქართველოში? სამი რამ: დემოგრაფიული კატასტროფა, ქართველების მასიური გადინება ქვეყნიდან და რუსი ჯაშუშები, რომლებიც იცავენ რუსეთის ინტერესებს.
დღეს ენმ-ისა და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩვენებთ სხვადასხვა ობიექტს, რომელთა რეალიზების შემთხვევაში, სრულიად სხვა პერსპექტივა ექნებოდა საქართველოს – რკინიგზები, გზები, აეროპორტები, უზარმაზარი ლოჯისტიკური ცენტრები, საწარმოო ჰაბები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო საქართველოში და სამწუხაროდ, გააჩერა ქართულმა ოცნებამ.
აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების 11 წელთან დაკავშირებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ 11 წლის მმართველობის თავზე საქართველომ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია მიიღო.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ანი წითლიძემ ქართული ოცნების 11 წელთან დაკავშირებით მოქალაქეებს ანაკლიიდან მიმართა და განაცხადა, რომ იმ ადგილიდან ყველაზე კარგად ჩანს “უბედურება”, რომელიც მმართველმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას მოუტანა.
“ჩემს უკან შენობა არის სიმბოლო, რა დამართა ქართულმა ოცნებამ საქართველოს და რა დამართა ანაკლიას. გაპარტახებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ლაზიკის, ანაკლიის პორტის და ანაკლიის განვითარება უნდა ყოფილიყო უდიდესი შესაძლებლობა თითოეული მოქალაქისთვის, ის საქართველოს მოქალაქეებს მოუტანდა ეკონომიკურ აღმავლობას და ამ ქვეყანას მოუტანდა უსაფრთხოებას.
ქართული ოცნების 11 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია და მივიღეთ ის, რომ უკვე ორი წელია მათი სულისჩამდგმელი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დავალებით ტყვეობაში ჰყავს ქართულ ოცნებას. აქ, ანაკლიაში ყველაზე კარგად ჩანს ის უბედურება, რაც ქართულმა ოცნებამ რუსეთის დავალებით მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა მან.
დღეს მიმართვები ჰქონდათ ენმ-ის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც. ვაშაძემ ქართული ოცნების 11 წელი შეაჯამა როგორც “უკუსვლის 11 წელი” და თქვა, რომ ოცნებამ ქვეყანას სამი რამ მოუტანა: “დემოგრაფიული კატასტროფა, ქართველების მასიური გადინება ქვეყნიდან და რუსი ჯაშუშები”. ლევან ხაბეიშვილმა კი აღნიშნა, რომ ერთად უნდა დაასრულონ “ბოროტება, რომელსაც სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია”.

სრული უიმედობის დროს ივანიშვილმა ქართველები გააერთიანა-ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ-ოცნება 11წელს აფასებს

11 წელი “ქართული ოცნების” მმართველობიდან და შეუსრულებელი დაპირებების ნუსხა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პარტიამ გადაიბარა.

ოლიგარქის მიერ გაცემული დაპირებებიდან მთავარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო – 100 ქარხანა, უფასო ფული, განახევრებული ტარიფები. “ქართული ოცნების” მმართველობის 11 წლისთავზე ისევ შეუსრულებელია დაპირებები სამართლიანობის აღდგენის, სასამართლო რეფორმის, ადამიანის უფლებებისა და მედიის დაცვის შესახებ.

ყველაზე მთავარი საკითხი კი, რომლის დაზიანებაც ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაა. ოკუპანტ ქვეყანასთან გაღრმავებული კავშირები და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა “ოცნების” პოლიტიკის ხაზად იქცა.

საქართველოს მოქალაქეები მედიასთან “ოცნების” 11 წელს აფასებენ და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.

“საწყალი ხალხი დარჩა ისევ საწყლად. რასაც შეგვპირდა ივანიშვილი, წყალმა წაიღო ის ყველაფერი. გაყოლია თვითონაც..მეტს ვერაფერს ვიტყვი…” – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პრემიერმინისტრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში კვლავ პარტიის დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და გაიმეორა, რომ ივანიშვილმა საზოგადოება “სრული უიმედობის დროს გააერთიანა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button