მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ტყვეობიდან 95 უკრაინელი გაათავისუფლეს

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 95 პირი დააბრუნა. გაცვლილ ტყვეებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები.

“ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. კიდევ 95 დამცველი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან”, დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიორების შუამავლობით მოხდა.

ტყვეების გაცვლაზე ფორმულიტ 95-დან 95-მდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა.

წინა გაცვლის დროს, რომელიც ივნისში შედგა და ასევე ორგანიზებული იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების დახმარებით, რუსეთმა და უკრაინამ თითოეულმა 95 ტყვე დააბრუნა.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინელი სამხედროების უმეტესობას ჭრილობები და ქრონიკული დაავადებები აქვთ, რომლებიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

დაბრუნებული უკრაინელი სამხედროების უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფება. გათავისუფლებულთა შორის ასევე არის ჯარისკაცი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

სამხედრო ტყვეების ბოლო გაცვლა, რომელიც ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა, ივნისში განხორციელდა.

ომის დაწყებიდან ეს უკვე 54-ე გაცვლაა, უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა მტრის ტყვეობიდან 3 405 ადამიანის დაბრუნება შეძლო.
მათ შორის, ვინც ახლა გაცვალეს, არის 23 მარიუპოლის მცველი, მათ შორის 13 აზოვსტალს იცავდა.
მათი უდიდესი უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა. მაგრამ რუსეთი უარს ამბობს იმ უკრაინელი სამხედროების გაცვლაზე, რომლებსაც დაქირავებულ მებრძოლებად და სისხლის სამართლის დამანაშავეებად მიიჩნევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button