მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, 48 წლის გიორგი მაჭავარიანი გახდა.

პარტია ” ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, შუალედურ არჩევნებში დაახლოებით, 14 450 ხმა მიიღო.

გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში 17 703 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 35,24%- ია.

თავად გიორგი მაჭავარიანი ამბობს, რომ მერობის პერიოდში, მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების დაძლევას შეეცდება.

” წინასაარჩევნოდ მქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან. ვიცი , მათი პრობლემების და გამოწვევების შესახებ. მერობის პერიოდში ვეცდები, ეს გამოწვევები დავძლიო და მათი პრობლემები გადავწყვიტო,”- განაცხადა მაჭავარიანმა

გურჯაანში, შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულმა მერმა, ზურაბ უტიაშვილმა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში სულ 50, 234 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მუნიციპლიტეტის მასშტაბით, ,36 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

აქედან, 28 უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა, დანარჩენ 8-ში კი , არჩევნები აქამდე არსებული წესით, დაბეჭდილი ბიულეტენებით ჩატარდა.

საარჩევნო პროცესში საჩივრები არ დაწერილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button