რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს

რუსული ატომური ენერგიის კომპანია “როსატომი“ უახლოეს კვირებში უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
“დაე, დაიწყოს მშენებლობა! ეს არის დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში და დავიცავთ უნგრელებს ელექტროენერგიის ფასების თავაწყვეტილი რყევებისგან“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
მისი თქმით, ატომური რეაქტორები შეიძლება ქსპლუატაციაში შესასვლელად 2030 წლისთვის იყოს მზად. 12.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ძირითადად დაფინანსებულია რუსეთის მიერ. რუსეთსა და ევროკავშირის წევრ უნგრეთს შორის 2014 წელს მიღწეული შეთანხმება მიზნად ისახავს არსებული „პაქსის“ ატომური ელექტროსადგურის გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბირთვული ინდუსტრია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს არ ექვემდებარება.
„დღეისათვის, პაკშის ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც ოთხი რეაქტორისგან შედგება, ქვეყნის ელექტროენერგიის 40%-ს უზრუნველყოფს. კიდევ ორი რეაქტორით აღჭურვის შემთხვევაში, ამ მოცულობის გაორმაგებას ელოდებიან. პროექტი 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 12.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რასაც დიდწილად რუსეთი აფინანსებს“, – აღნიშნულია „ბიბისის“ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთის ბირთვული ინდუსტრია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს არ ექვემდებარება. ამასთან, ნავთობისა და გაზის ექსპორტის იზოლირებისა და სანქციებისკენ მიმართულ ნაბიჯებს უნგრეთი უპირობოდ მხარს არ უჭერს.