სტიქია სურამსა და ხაშურში – დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

დატბორილი საცხოვრებელი სახლები, დაზიანებული გზები და ხიდები, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა – სურამსა და ხაშურის რაიონის 10-მდე სოფელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

სურამში დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის შემდეგ, ადგილობრივებს სახლებისა და ეზოების შლამისგან გაწმენდა საკუთარი ძალებით უწევთ. მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებას და საკანალიზაციო სისტემის აღდგენას ითხოვს.

დახმარება ესაჭიროება სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ქვიშხეთის მოსახლეობას, სადაც ადიდებულმა მდინარე შოლამ რამდენიმე სახლი დატბორა და ნათესები გაანადგურა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა ამბობს, რომ დაზარალებულების პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button