მნიშვნელოვანისიახლეები

“თბილისში შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ორშაბათს, 12 ოქტომბერს, გახდება ცნობილი კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები იგეგმება დედაქალაქში.

“რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები, ან იქნება თუ არ იქნება, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტენ და ყველასთვის გახდება ცნობილი”,-განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა.

NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button