მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“სწრაფი ტესტი”დროებით მხოლოდ სიმპტომების მქონეებს უტარდებათ

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე “სწრაფი ტესტი” დროებით მხოლოდ სიმპტომებიან პაციენტებს უტარდებათ.
“[პროტოკოლში] პატარა ცვლილება დროებით იქნა შეტანილი – სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ PSR-ზე ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო Pჩღ-ს სჭირდება 24 საათი, დაახლოებით. განსხვავება ეს არის, რომელიც 2-3 დღეში სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს”, – თქვა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო 1,5 მლნ “სწრაფ ტესტს” მიიღებს, საიდანაც 400 ათასი ცალი ხვალ 27 აპრილს შემოვა ქვეყანაში.