მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ქალაქ გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. გომელაურმა შენობა მოადგილეებთან და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

ახალ შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის.

პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი , საექპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი იქნება განთავსებული.

შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, 2020 წელს, პოლიციის 16 ახალი შენობა აშენდა.

მიმდინარე წელს, პოლიციის კიდევ რამდენიმე ახალი შენობის გახსნა იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button