მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

40 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სეულში ყოფნისას ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს.

CNN-ის ცნობით, ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

კანონპროექტი ბაიდენს სეულში გადაეგზავნა მას შემდეგ, რაც სენატმა ის დაამტკიცა. ბაიდენი ამჟამად ესწრება სახელმწიფო ვახშამს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან. მან დახმარების პაკეტს ხელი კამერის მიღმა მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, პაკეტი მოიცავს 20,1 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც სავარაუდოდ, ითვალისწინებს მოწინავე იარაღის სისტემების გადაცემას, როგორიცაა საზენიტო რაკეტები და შორი დისტანციის არტილერია.

კანონპროექტში ასევე შედის 8 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის ზოგადი ეკონომიკური მხარდაჭერა, თითქმის 5 მილიარდი დოლარის გლობალური სასურსათო დახმარება უკრაინის სოფლის მეურნეობის კოლაფსის შედეგად გამოწვეული საკვების პოტენციური დეფიციტის მოსაგვარებლად და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ერთობლივი მხარდაჭერა ლტოლვილებისთვის.

შეგახსენებთ რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გაწევას. არსებული ცნობით, თანხის ნახევარი უნდა მოხმარდეს უკრაინის არმიას. უკრაინის არმია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, 24 თებერვალს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციის გარეშე შეჭრის შემდეგ. რუსეთის არმიის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად განადგურდა უკრაინის ეკონომიკური, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რამდენიმეკვირიანი ცეცხლის დაშენის და ალყის შედეგად დანგრეულია მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი – მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button