“საფერავზე სუბსიდია 20 თეთრი, რქაწითელზე კი – 45 იქნება”

“რთველი 2016”-ის ფარგლებში, ”საფერავის” ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, ”რქაწითელზე” კი – 45 თეთრი იქნება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით შარშანდელი მიდგომები შენარჩუნდა.

როგორც მინსიტრმა თქვა, დაფინანსებულია ყურძნის გადამამუშავებელი 22 ახალი საწარმო და გაფართოვდა 40-ზე მეტი.

“საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ 35-დან 40 მილიონ ლარამდე დასჭირდება აღნიშნულ ღონისძიებას, დაახლოებით, იგივე რაც შარშან”, – დასძინა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button