გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის ტარიფი გაიზარდა

გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის გაზის ტარიფი გაიზარდა.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომპანიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, ტრანსპორტირების საფასური 1 კუბურ მეტრზე 1.884 ლარი გახდა. თუ ტრანსპორტირების კომპანია აქამდე არსებული რეგულაციით 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე საშუალოდ 9-დან 13 ლარამდე იხდიდა, 20 ივლისიდან ის უკვე 18 ლარს გადაიხდის.

სემეკის გადაწყვეტილება ძალაში 20 ივლისს შევა და 2018 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე უკვე ხვალ იმსჯელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button