მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის შემდეგ ომში მყოფი პრეზიდენტი სუმის ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, განაგრძობს მოგზაურობას რუსეთის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში.ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის შემდეგ 28 მარტს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ეწვია სუმის რეგიონის ქალაქებს, ახტირკას და ტროსტიანეცს.

ახტირკაში ზელენსკიმ პატივი მიაგო ქალაქისთვის და მთელი უკრაინისთვის დაცემულ გმირებს მან გაიხსენა საბავშვო ბაღის დაბომბვა 2022 წლის თებერვალში და აღნიშნა, რომ ახტირკამ “მტრის სასტიკი დაბომბვის” შედეგად მძიმე დანაკარგები განიცადა.

“ჩვენი ქვეყნის სხეულზე არ დავტოვებთ ამ ომით მიყენებულ ჭრილობას. ჩვენ აღვადგენთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც განადგურდა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახტირკიდან უკრაინის მეთაური გაემგზავრა ქალაქ ტროსტიანეცში, სადაც გაეცნო რკინიგზის სადგურის რესტავრაციის პროექტებს და ქალაქის აღდგენით სამუშაოებს. ასევე ტროსტიანეცში მან ჯილდოები გადასცა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ერთი წლის წინ იცავდნენ და ათავისუფლებდნენ ქალაქს ოკუპანტებისგან. ზოგიერთი დამცველი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა.

წინა დღით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად.
ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწინავე ხაზებს ესტუმრა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მახლობლად, რათა პირადად გადაეცა ჯილდოები განსაკუთრებით გამორჩეული მებრძოლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქალაქი უკრაინელებმა ერთი წლის წინ რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, განაცხადა ყველა მეთაურს რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, უკრაინელ ხალხზე თითოეული დარტყმისთვის, არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული.

უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი სადგურს მსოფლიოს რადიაციული შანტაჟისთვის დღემდე იყენებს.

“ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის; არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული.

დღეს ზაპორიჟიაში მოვინახულე ის ადგილი, სადაც რუსული რაკეტები საცხოვრებელ შენობებს მოხვდა.

რა თქმა უნდა, ამ დარტყმისთვის რუსეთი პასუხს აგებს. სწორედ ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო მართლმსაჯულებასთან, ვმოქმედებთ მსოფლიოს მობილიზებისთვის, რათა რუსეთის აგრესიაზე სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას. ეს ყველაფერი მოხდება. ტერორისტები დაისჯებიან,” – აცხადებს პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილა. ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„მოვუყევი საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის, ფრონტი ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული გარემოებების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა უახლოეს მომავალში. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button