მნიშვნელოვანირეგიონი

სამი არასრულწლოვანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანში

სამი არასრულწლოვანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გურჯაანში.
შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე, საღამოს მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა, რამაც სამი არასრულწლოვანის დაშავება გამოიწვია.
დაშავებული მოზარდები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, არასრულწლოვნებს ტვინის შერყევა აქვთ.

” სამი არასრულწლოვანი შემოიყვანეს სტაციონარში, როგორც ვიცით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. აქვთ ტვინის შერყევა და დაზიანებები, ოპერაცია არ დასჭირდა. ამ ეტაპზე წვანან სტაციონარში და გადიან მკურნალობას”-განაცხადა. საავადმყოფოს მენეჯერმა, გელა ორველაშვილმა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button