Adidas-მა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ფეხსაცმელი წარმოადგინა [Photo/Video]

კომპანია Adidas-მა, რომელიც სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებითაა დაკავებული, სპორტული ფეხსაცმლის – Futurecraft 4D გამოშვება დაიწყო.

როგორც გამოცემა The Verge აღნიშნავს, Adidas-მა ახალი სპორტული ფეხსაცმლის ძირი კომპანია Carbon-ის ხელშეწყობით 3D-პრინტერზე დაბეჭდა.

Adidas-ი მიმდინარე წლის ბოლომდე 5000 Futurecraft 4D-ის წარმოებასა და დაგაყიდვას, ხოლო 2018 წელს კი 100000 წყვილი ინოვაციური ფეხსაცმლის გამოშვებას გეგმავს.

კომპანია აცხადებს, რომ წყვილი ფეხსაცმლის ფასი 333 დოლარი იქნება.

[print_gllr id=56312]

მსგავსი პოსტები

Back to top button