მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს პატიმრების გაცვლის თაობაზე ესაუბრა. ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან საუბარს “გულწრფელი და პირდაპირი“ უწოდა.

“მე მოვუწოდე კრემლს, რომ მიიღოს შეთავაზება პოლ უილანისა და ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან, ხაზი გავუსვი, რომ მსოფლიო ელოდება რუსეთისგან შეთანხმების შესრულებას, რომელიც მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ იქნა უკრაინასთან, თურქეთთან და გაეროსთან”, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვს უთხრა, რომ მსოფლიო არასდროს მიიღებს უკრაინის ანექსიას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ “სპეცოპერაციის” მიზნებს ბოლომდე მიყვებიან, ხოლო მარცვლეულის ექსპორტის საკითხს “ამერიკული სანქციები ართულებს”.

მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-სა და რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო.
როგორც CNN-ი იუწყება, ამერიკული მხარე რუსეთს სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეები რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალონ.

2020 წლის ზაფხულში პოლ უილანს შპიონაჟის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება კალათბურთელ, ბრიტნი გრაინერს ის მიმდინარე წლის თებერვალში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით აეროპორტში დააკავეს. მის ბარგში ჰაშიშის ზეთი აღმოაჩინეს.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მ რუსეთს შესთავაზა, ამერიკელი მოქალაქეები გაცვლონ ვიქტორ ბუტში, რომელსაც იარაღის გავრცელების ბრალდებით 25 წელი მიუსაჯეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button