მსოფლიოსიახლეები

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში 338 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 117 ადამიანი.

18 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ 11 329 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით. მათგან 6 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 139 შემთხვევა კი, ლეტალურად დასრულდა. ამჟამად, მკურნალობა 5 000-მდე ადამიანს უტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button