პრემიერმა პრეზიდენტს განკარგულება უკან გაუგზავნა

საქართველოს პრემიერმინისტრი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს შენიშვნებით უკან უგზავნის. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კვირიკაშვილის გადაწყვეტილების მიუხედავად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი ძალაში რჩება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არჩევნების თარიღზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და პრობლემა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით არსებობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button