მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს

უკრაინის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ახალი სარაკეტო იერიშები განხორციელდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.

მათი ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ხერსონის, კახოვკისა და ბერისლავის რაიონებში მტერს საავიაციო დარტყმა მიაყენა.

“მტერს დანაკარგი აქვს სამხედროებს შორის, იარაღსა და აღჭურვილობაში. დღისით დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს Mi-35M ვერტმფრენი. ზაპოროჟიეში წარმატებებია. ხერსონის რაიონში მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი”, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე.

გენშტაბის ცნობით, სლოვიანსკის მიმართულებით ოკუპანტები კონცენტრირებულები არიან სლოვიანსკზე შეტევის გაგრძელებაზე. ისინი ატარებენ რეკოგნოსცირებას კრასნოპილიას ტერიტორიაზე, ბრძოლა გრძელდება.

„მტერი შეეცადა სოფელ ბოხოროდიჩნეზე სრული კონტროლის დამყარებას, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. ცდილობს რა შექმნას პირობები ქალაქ სლოვიანსკზე შეტევის განხორციელებისთვის, მტერი იყენებს არტილერიას დოლინას, კრასნოპილიას, დიბრივნისა და ვერნოპილას რაიონებში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინული ქვედანაყოფების წინააღდეგ საარტილერიო ცეცხლს.

„მტერმა ავიადარტყმა მიაყენა უსტინივკას დასახლებას. ბრძოლა ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დაწესებისთვის გრძელდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა ზოლოტეს დასახლების მიმართულებით და მტერმა უკან დაიხია. ამასთან, ოკუპანტები ცდილობდნენ წინსვლას ვასილივკასა და ბერესტოვის მიმართულებებით, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათ ცეცხლი გაიხსნეს და აიძულეს, უკან დაეხიათ.

მიუხედავად რუსეთის ზარალის ხარკოვსა და ოდესაში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უკრაინული წყაროები წერენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ახალი სარაკეტო იერიშები განხორციელდა.

საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაშის სიგნალი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ისმის. „ტელეგრამის“ მომხმარებლები იუწყებიან აფეთქებების შესახებ ხარკოვსა და ოდესის რაიონში.

როგორც ოდესიდან იუწყებიან, იქ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა ამუშავდა. ხარკოვიდან ჯერ ახალი ცნობები არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button