მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასწრებაზე უარი თქვეს

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სკოპიეში დასწრებაზე უარი თქვეს. უარის მიზეზი შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობაა. ამას იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“ ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც “ღრმად წუხან გადაწყვეტილების გამო”, რომლის მიხედვითაც, სკოპიეში, ეუთოს-მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში სერგეი ლავროვი იღებს მონაწილეობას.
ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
„დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიეცეს სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაზე დასწრების უფლება. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაავრცელოს საკუთარი პროპაგანდა… ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მივიღებთ ამაში და არ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგებისთვის, რომლების ამას მოჰყვება“, – ნათქვამია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ სერგეი ლავროვის მონაწილეობა ღონისძიებაში “რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ საშუალებას მისცემს”. გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ მისი მონაწილეობა “ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან შეგუების რისკს”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.

ცოტა ხნის წინ, სამიტზე არდასწრებასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა სკოპიეს შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელიც სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება.

ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი თქვა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე.
ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უნდა ჩავიდეს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ცნობისთვის ბულგარეთმა საჰაერო სივრცეში ლავროვის თვითმფრინავის შეშვება გამონაკლისის სახით დაუშვეს, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მინისტრთა შეხვედრის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button