ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა პოლონეთში დასრულებულ პირველობაზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი არავის დაუთმო და მნიშვნელოვანი გამარჯვბა იზეიმა.

ირმამ ფინალში ბელარუს მეტოქეს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ანასტასია კასტუჩკოვას მოუგო, რომელთანაც, წელს იტალიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ფინალში დამარცხდა.

ვარშავაში გამართული მსოფლიო თასის ფინალში, ირმამ რევანში უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში აიღო, მეტოქეს 15:14 აჯობა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

მსოფლიო თასის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად კი ქართველმა ეტლით მოფარიკავემ პოლონელ მეტოქეს გამოცდილ პატრიცია ჰარეზას დამსახურებულად აჯობა. ეს ირმას კარიერაში მოგებული რიგით მესამე მსოფლიო თასია.

მსგავსი პოსტები

Back to top button