ნიუ-იორკის ცათამბჯენს ხანძარი გაუჩნდა: 24 ადამიანი დაშავდა [Photo/Video]

ნიუ-იორკის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, – იუწყება ამერიკული ტელეარხი NBC.

დაშავებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამჟამად 2 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ხანძარი მანჰეტენზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულს გაუჩნდა. სხეულის დაზიანება ასევე ოთხმა მეხანძრემაც მიიღო. დაშავებული ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ რიცხვში შვიდი წლის გოგონაა, რომელსაც ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გული გაუჩერდა. ექიმებმა ბავშვის რეანიმაცია მოახერხეს და ახლა იგი სტაციონარულ მკურნალობას გადის.

ნიუ-იორკის სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ ხანძრით შეშინებულმა ადამიანებმა 33-სართულიანი ცათამბჯენის სახურავს მიაშურეს. მაშველებმა მათი ევაკუაცია ვერტმფრენით განახორციელეს.

მეხანძრეებმა ცეცხლის სრული ლოკალიზება მოახერხეს, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

c0uqssfxuaaflie-1482453379-8700

მსგავსი პოსტები

Back to top button