ლარი 6 თეთრით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.
28 დეკემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6683 ლარი იქნება.
27 დეკემბერს ოფიციალური კურსი 2.7302 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.
28 დეკემბერს ერთი ევროს შეძენა 2.7889 ლარად იქნება შესაძლებელი.