ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე ამჯერად 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
საუბარია მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე. დღევანდელ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება.
ადვოკატებმა განცხადებები გააკეთეს. მიზეზად, რატომაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოზე არ იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს. პროკურორებმა წინასწარ არ ისაუბრეს თუ რა მტკიცებულებებს წარადგენენ, თუმცა ადვოკატები კვლავ აცხადებენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების დიმიტრი საძაგლიშვილის და ბექა ბასილაიას ხმა