პოლიტიკური რეიტინგები

პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაბალ ხარისხს უკავშირებენ პოლიტიკოსები NDI-ის მიერ გავრცელებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს.

გამოკითხვის მიხედვით, უპრეცედენტოდ მაღალია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლისთვისაც არც ერთი პოლიტიკური ძალა მისაღები არაა. საუბარია გამოკითხულთა 38%-ზე. მმართველ პარტიის სიმპათიაზე საუბრობს 29%, 10% ერთიანი ნაციონალური მოძრაობას მიიჩნევს მის შეხედულებასთან ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალად.

ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ევროპული საქართველოს წევრები, რასაც პარტიაში უშუალოდ კითხვის ფორმულირებას უკავშირებენ. პარტიაში კვლევის შედეგებს აფასებენ და ქვეყნის არასწორ განვითარებაზე და ამომრჩეველთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე საუბრობენ. NDI-ის კვლევებს ამჯერადაც უნდობლობას უცხადებს საპარლამენტო უმრავლესობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button