ლუიზიანაში კატარსტროფული წყალდიდობა მოხდა [Photo/video]

აშშ-ის შტატ ლუიზიანაში განუწყვეტელმა წვიმამ კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება ABC.

შტატის მოსახლეობის ევაკუაცია ამჟამადაც გრძელდება. უბედურების ადგილიდან 20 ათასი ადამიანი გაიყვანეს. 12 ათასზე მეტმა ადამიანმა გასული ღამე თავშესაფრებში გაატარა, ხოლო 40 ათასი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უამინდობამ დიდი ზარალი ალაბამისა და მისისიპის შტატებსაც მიაყენა. ლუიზიანის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ქუჩები გველებით გაივსო, მოსახლეობა გადაადგილებისთვის ნებისმიერ საცურაოდ გამოსადეგ საშუალებას იყენებს.

სპეციალისტების ვარაუდით, წყალდიდობის პიკს ჯერ არ ჩაუვლია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40431″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button