რეგიონი

საგარეჯოში “ენმ”-ს ოფისი დაარბიეს

საგარეჯოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს დარბევის ფაქტი ცოტა ხნის წინ მოხდა.

ჩამტვრეულია შენობის შიდა მინები, სრულად განადგურებულია ტექნიკა და ავეჯი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ნაციონალური მოძრაობიდან, გარი ბუხნიკაშვილის ვარაუდით, დარბევა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლების მიერ, ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელდა.

“გუშინ, კონსერვატიული მოძრაობის” საგარეჯოს ოფისის გაუქმებას საპროტესტო აქციაზე, სხვებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ითხოვდნენ, რაც შურისძიების მიზეზი გახდა. ოფისზე თავდამსხმაში დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა. ეს პირები ოფისის მეზობლად არსებული საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც ცდილობდნენ შეღწევას”- აცხადებს ბუხნიკაშვილი.

ამ წუთებში ადგილზე პარტიის წევრები იმყოფებიან და ზარალს ითვლიან.
ადგილზე გამოძახებულია პოლიციაც, რომელიც მომხდარ ფაქტს სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button