ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე წარმატებას მიაღწია.

ქართველმა ფალავნებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

30 აგვოსტპს მოპოვებულ ოქროსა (გიორგი მელია) და ბრინჯაოს (ნუგზარ წურწუმია) ზაზა სილაგაძის გუნდმა დღეს 3 ოქროს მედალი დაუმატა: ჩემპიონები გახდნენ დავით ჩხარტიშვილი, რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე.

აღსანიშნავია, რომ რამაზ ზოიძემ და ზვიად პატარიძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა წლევანდელ მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა დაასრულეს.

3 სექტემბრიდან საფრანგეთში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე მედლებისთვის ბრძოლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები განაგრძობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button