პოლიციამ სასტუმრო ყვარლის ტბის ტერიტორიაზე პრიტესტისთვის მისული რვა ადამიანი დააკავა

პოლიციამ სასტუმრო ყვარლის ტბის ტერიტორიაზე პრიტესტისთვის მისული რვა ადამიანი დააკავა .
დაკავებულები, სავარაუდოდ, სასტუმროს შენობაში გადაჰყავთ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულები არიან აქტივისტები შუშანა მაცაბერიძე. გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი და ლადო ხუსკივაძე.
დააკავეს პარლამენტის წევრი გიორგი ბოტკოველიც, თუმცა ის მევე გაანთავისუფლეს
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და ამოქმედებულია
სიგნალების ჩამხშობი მოწყობილობები.
პოლიცია ცდილობს ხელი შეუშალოს მედიასაც, რომელიც ადგილზე მუშაობს.
ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, რომლებიც ფაქტის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში
აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს იმ სამარშრუტო ტაქსს, რომელმაც სასტუმროდან, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ქორწილის სტუმრები გაიყვანეს