,,ცეცხლი ზღვაში” – “ბერლინალე-66”-ის მთავარი პრიზი

,,ბერლინალე-66”-ი დასრულდა.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა – იუწყება რადიო “თბლისის” კორესპონდენტი ბერლინიდან. 

ფესტივალის მთავარი პრიზი, ,,ოქროს დათვი” რეჟისორ ჯან ფრანკო როსინის დოკუმენტურ ფილმს ,,ცეცხლი ზღვაში”, ხვდა წილად, ფილმი დღეს მსოფლიოში აქტუალურ, ლტოლვილთა პრობლემას ეხება.

ჟიურის მთავარი პრიზი მიიღო დენის სტანოვიჩის ფილმმა ,,სიკვდილი სარაევოში”. . საუკეთესო ქალ მსახიობად დანიელი ტრაინ დირჰოლმი დასახელდა, საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი,ტუნისელი მასტურა აღიარეს.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ფრანგმა ნია ჰანსენმა გაიმარჯვა ფილმით ,,მომავალი”. ,,ბერლინალე” ერთი წლით დაგვემშვიდობა.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ,,ბერლინალე-66”-ი 12 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა. ჟიურის თავმჯდომარე, მერლინ სტრიპი გახლდათ.

,,ბერლინალეზე” 23-ი საკონკურსო ფილმი იყო წარდგენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button