რეგიონი

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა დაიკლო

ბოლო ოთხი დღეა, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად დაიკლო- ინფორმაციად დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

ცენტრის ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ შემთხვევები რეალურად შემცირდადა ეს ტესტირების დაკლებულ რიცხვს არ უკავშირდება.

” პირველი კლება შეიმჩნეოდა 17 თებერვლიდან. ეს არ უკავშირდება შემცირებულ ტესტირებას, რეალურად კლებაა”– ამბობს ხიზანიშვილი.

17 თებერვლიდან, ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 300 ერთეულით შემცირდა და 21 თებერვლამდე იკლებს.

სპეციალისტების ვარაუდით, მნიშვნელოვანი იქნება 22 თებერვლის მონაცემები, რაც შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტირების შემცირებულ რაოდენობასთან არ იქნება დაკავშირებული .

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში დადებითობის მაჩვენებელი, 29- დან 25 პროცენტამდეა შემცირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button