მნიშვნელოვანისიახლეები

შსს-ს თქმით აქციის მონაწილეთა რაოდენობა “საგრძნობლად შემცირდა” და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის-შსს გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

"არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს" - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდები

შინაგან საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციისა და მსვლელობის მონაწილეებს მიმართავს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ყველა ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, რომელიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას.

ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

ბოლო პერიოდში, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.

გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით სხვადასხვა ადგილისკენ მიდიან.

“არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს” – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდები, რომლებიც ყოველ საღამოს, 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისკენ მსვლელობით რუსულ კანონს აპროტესტებენ.

დღეს შსს-მ გაავრცელა მუქარისშემცველი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი გააგრძელებენ “ხელოვნურად” მოძრაობის შეფერხებას, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ შსს-ს მუქარის არ ეშინიათ და პროტესტს გააგრძელებენ, მათ შორის, დღესაც შეიკრიბებიან საღამოს 7 საათიდან.

13 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელსაც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს არა მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, არამედ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმაც.

15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“, 17 აპრილს კი პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით. 15 აპრილის შემდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქციები იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button