მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში დაკავებული ახალგაზრდა პოლიცელებს მიმართავს: გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ

თელავის სასამართლოში 25 წლის მამაკაცის პროცესი იწყება. გიორგი ქიტოშვილი პოლიციამ ღამით დააკავა.

ვიდეომასალაში, რომელიც დაკავებულის მეგობარმა გაავრცლა, ჩანს რომ ახალგაზრდა სამართლამდაცველებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს.

“გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ,”- ასე მიმართავს პოლიციელებს დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინიტროში თქვეს, რომ დაკავების ოპერაცია თელავში პოლიციამ სამართალდამცველებისთვის წინააღდეგობის გაწევის გამო ჩაატარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

გიორგი ქიტოშვილის მამამ განაცხადა, რომ მათ მომხდარის დეტალები არ იციან და არც ის იციან, სად იმყოფება მათი შვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button