მნიშვნელოვანირეგიონი

ყაჩაღობა კახეთში_ ავტომატით და ხანჯლით შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი გაძარცვეს

ყაჩაღობა სიღნაღის მუნიციპალიტეტში- სოფელ მაღაროში ოჯახს ფული წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. უსუფაშვილებს ოჯახს 5 შეიარღებული პირი შეუვარდა და მამა- შვილი სასტიკად სცემა.

80 წლამდე ასაკის ზაურ უსუფაშვილს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში სილურჯეები აღენიშნება.

დაზიანებები აქვს მიღებული მის შვილს, დავით უსუფაშვილსაც, რომელსაც მკურნალობის კურსი ამ დრომდე უგრძელდება.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ავტომატითა და ხანჯლით შეიარაღებული პირები, ნიღბებით იყვნენ და მათი ვინაობა მისთვის უცნობია.

” ხუთნი იყვნენ, ერთი აივნის ქვეშ დადიოდა. ორი ჩემს შვილთან იყო, ორი ჩემთან შემოვიდა, ავტომატი ჰქონდათ და ხანჯლისმაგვარი რაღაც. ეგრევე ბალიშს ეცნენ, იარაღი თუ გაქვთო. ფულს ითხოვდნენ, ფიზიკური შეურავხყოფა მომაყენეს. ნიღბებით იყვნენ, მხოლოდ თვები უჩანდათ”- ყვება მამაკაცი.

თავდამსხმელებმა ოჯახიდან, მზესუმზირის ბიზნესის გაფართოებისათვის ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს, გატაცებულია ოქროს ნივთებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button