მნიშვნელოვანისიახლეები

თუ ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას კვლავ დაიწყებს მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უარყოფს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ცდილობდნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძალით გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერილია პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა დაასრულა და ის ციხეში უნდა დაბრუნდეს- აცხადებს იუსტიციის მინისტრი ბრეგაძემესამე

ბრეგაძის თქმით, ზოგადად, როცა პატიმარი არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, იძულებითი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ 27 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს არ მომხდარა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე რატი ბრეგაძემ გაიმეორა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული განცხადება, რომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, მკურნალობის დასრულების შემდეგ მიღებულ იქნა მისი გაწერის გადაწყვეტილება, რასაც სააკაშვილი არ დაემორჩილა, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და ამის გამო პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავში მისი გადაყვანა გადაავადა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას კვლავ დაიწყებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექნება, ის პროტოკოლისამებრ, გლდანის მე-18 ციხეში მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადავა.

ამასთან, როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, კანონის წინაშე გამონაკლისები არ არსებობს და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებითაც ჩვეულებრივი პატიმრის პროტოკოლი იმოქმედებს.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ხმა

“დღეის მდგომარეობით პაციენტის გადაყვანა დუშვებელია” – გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი წაიკითხა.

მისი განცხადებით, მკურნალი ექიმი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელად მიაჩნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button