კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი ნახეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 21 წლის ახალგაზრდამ, სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

მამაკაცი, რომელიც გუშინ, ევროპის ერთ- ერთი ქვეყნიდან დაბრუნდა, ნათესავებმა, სოფელთან ახლოს მდებარე ფერმაში, ჩამომხრჩვალი ნახეს.

ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

” გუშინ დაბრუნდა უცხოეთიდან. მამამ ცხვრის თვის გაგზავნა, დაბრუნება აღვნიშნოთო. ფერმაში ნახეს ჩამომხრჩვალი. უწესიერესი, საუკეთესოდ აღზრდილი ბიჭი იყო. რა მოხდა, არავინ იცის”- ამბობენ ადგილობრივები.

გამოძიება ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button