რეგიონი

გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ქალთა ორგანიზაციის საგანმანათლებლო ტურნე კახეთში

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია კახეთში საგანმანათლებლო ტურნეს მართავე.

ორგანიზაციები საგარეჯოში, წნორსა და დუისში წიგნებს — ალექსანდრე ლორთქიფანიძის “იავნანა ლილისთვის” და ქართველი ავტორების ზღაპრების კრებულს “იყო ერთი გოგო” წარადგენენ. საგანმანათლებლო ტურნეს ფარგლებში, პატარებს ზღაპრებს მწერლები დათო გორგილაძე და ნინია სადღობელაშვილი წაუკითხავენ. ისინი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზეც ილაპარაკებენ.

25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო 16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც ყოველწლიურად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აერთიანებს აქტივისტებსა და უფლებადამცველებს. ისინი სხვადასხვა ფორმით ერთვებიან კამპანიაში, რათა აამაღლონ ცნობიერება და დაძლიონ ძალადობა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს პირადად აქვს გამოცდილი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების სპეციალისტის, გვანცა ასათიანის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button