მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ფინეთი რუსეთის საზღვართან ღობის მშენებლობას იწყებს

ფინეთი რუსეთის საზღვართან ღობის მშენებლობას იწყებს – ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

ღობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუშებმა სასაზღვრო ქალაქ იმატრას მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა უკვე დაიწყეს.

თავდაპირველად მესაზღვრეები ღობის აშენებას საზღვრის სამკილომეტრიან მონაკვეთზე, გამოსაცდელად აპირებენ. ამით ისინი დატესტავენ გაუძლებს თუ არა აშენებული ღობე ზამთრის ყინვას, დიდთოვლობის დატვირთვასა და იმ ადამიანების ზეწოლას, რომლებიც, ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, აღმოსავლეთიდან შეეცდებიან ქვეყანაში შესვლას.

ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთის საზღვარზე ღობის აშენების შესახებ განცხადება თავდაპირველად 2022 წლის სექტემბერში გაავრცელა. ღობე რუსეთთან საზღვრის 10-20%-ს დაფარავს, რომელიც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აშენდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button