მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კორონავირუსი ინფექციონისტს დაუდგინდა

საქართველოში COVID-19 კიდევ ერთ სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა. საუბარია ინფექციონისტზე, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში მუშაობს. პაციენტის მეუღლე საჩხერის მერი ბენიამინ ფალავანდიშვილია.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ინფექციონისტს დაავადება სავარაუდოდ, პაციენტისაგან გადაედო.

„ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი. სხვა სიმპტომები არ აქვს“, – განაცხადა ექიმის მეუღლემ პირველ არხთან.

აქამდე საქართველოში COVID-19 ორ სამედიცინო პერსონალს ჰქონდა დადასტურებული: ექიმს ზუგდიდში და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წარმომადგენელს, რომელსაც დაავადება სავარაუდოდ მეუღლისგან გადაედო და არა პაციენტისაგან.

საქართველოში ამჟამად, კორონავირუსით ინფიცირებულთა 170 ადამიანია. ამის შესახებ სამთავრობო ვებგვერდი StopCov.ge იუწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button