დუშეთისთვის განკუთვნილი ბიულეტენები ლაგოდეხის საარჩევნო უბანზე [ფოტო/აუდიო]

ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სოფელ მაწიმის მე-4-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები სხვა საარჩევნო ოლქის აღმოჩნდა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მზექალა დათუკიშვილმა განუცხდა.

მისი თქმით, ბიულეტენების სულ სამი შეკვრა იყო შეცდომით მაწიმის უბნისთვის გადაცემული, რომელიც წინასწარი ინფორმაციით დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის არის განკუთვნილი.

ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ უბანზე თითქმის 2 საათიის განმავლობაში ხმის მიცემის პროცედურა შეჩერებული იყო.

უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პოლიტიკური პარტიების წეარმომადგენლები ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ. თუმცა ლაგოდეხის ოლქის კომისიის თავმჯდომარე მარიკა გიორგაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიიღეს მიმითება, რომ ხმის მიცემის პროცესი გაგრძელდეს და ხარვეზი უკვე ხმის დათვლის პერიოდში იქნეს აღმოფხვრილი.

ამ ხარვეზის გამო მაწიმის საარჩევნო უაბანზე საჩივარი თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და დამკვირვებელმა დაწერა.

ხმის მიცემის პროცესი მაწიმში განახლდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43559″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

14593314_1175876685817386_73258068_n

მსგავსი პოსტები

Back to top button