ბრიტანეთში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი… მანჭვაში [Video/Photo]

კამბიის საგრაფოში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-დასვლეთითაა განლაგებული, მანჭვა Gurning-ში ყოველწლიური ჩემპიონატი ჩატარდა, – იუწყება The Daily Mail.

მამაკაცთა შორის, გორდონ ბლექკოკმა გაიმარჯვა, რომელმაც 16-გზის ჩემპიონს მანჭვაში – ტომი მატინსონს სძლია.

ქალთა შორის გამარჯვება, ორგზის ჩემპიონმა, კლერ სპედინგმა მოიპოვა.

კონკურსში განსაკუთრებული წესები არსებობს. მონაწილეებს მაკიაჟის გამოყენება ეკრძალებათ, კბილების პროთეზის გამოყენება კი მხოლოდ იმ „მმანჭველებს“ შეუძლიათ, რომლებიც მათ წლების მანძილზე ატარებენ.

Gurning-ის მონაწილეებმა მთელი რიგი დავალებები უნდა შეასრულონ, მაგალითად ძაღლივით იღრინონ, ველურივით იღრიალონ და ა.შ. ის ადამიანი, რომელიც ყველაზე საშინლად დაიმანჭება, კონკურსის ჩემპიონი გახდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18612″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

ტომი მატინსონი და ბრიტანეთის დედოფალი

მსგავსი პოსტები

Back to top button