მსოფლიოსიახლეები

ირანმა რაკეტა საკუთარ კატარღას ესროლა

ომანის ყურეში, ირანის პორტ ჯასკის მახლობლად მიმდინარე წვრთნების დროს, სამხედრო გემიდან რაკეტა, შემთხვევით, საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს ირანელი სამხედროები ახალ იარაღს ცდიდნენ.

სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხომალდი, სახელად „კონარაკ“ მთლიანად განადგურდა. ირანული მედიასაშუალებების განცხადებით, შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. თუმცა, „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, შემთხვევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button