მნიშვნელოვანისაქართველო

“ბაუჰაუს” თანამშრომელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

2 დღის წინ დაკარგული ქალის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს.

შსს-ს განცხადებით, ბარის თანამშრომლების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს, დაახლოებით, 21 საათზე შევიდა. საქმეზე უკვე გამოკითხეს ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

უწყების ცნობითვე, ამ დრომდე გრძელდება დაკარგული ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები.

ბაუჰაუს ადმინისტრაციამ მოქალაქეებს დახმარებისკენ სოციალურ ქსელშიც მოუწოდა.

გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს 21 საათზე შევიდა. შსს თანახმად, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button